Friday, March 1, 2019

ინკლუზიური სწავლება - ქართელი ენა და ლიტერატურა


                                                                            ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
კლასი:  II
თარიღი:   17 .01. 2019
საგანი:  ქართული  ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნანა გოგიჩაშვილი
მიმართულება:  კითხვა
გრძელვადიანი მიზანი ( II სემესტრი)
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით;
მოკლევადიანი მიზანი 
1.      ხატავს/აფერადებს წაკითხული ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს; ( იანვარი, თებერვალი)
2.       წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს); ( მარტი-აპრილი)
3.ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება ამბავს. (მაისი, ივნისი)

 მიზნის შესაბამისი აქტივობები
რესურსი
იანვარი, თებერვალი

1
მასწავლებელი უსვმს მოსწვლეს რტივ კითხვას და დროდდრო იშველიებს მიმიკ , რომ მიხვედროს მოსწვლეს კიხვის შინაარსს.
2
 მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს სურათს რომელზეც გამოსახულია: დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა... მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ,დააკავშიროს  და დაასახელოს სურათზე გამოსახული პერსონაჟები.

სურათი,
3
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ჩანაწერს აძლევს ინსტრუქციას   მასწავლებლის დახმარებით   გამოყოს ჩანაწერიდან ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვები.
სავარჯიშო რვეული
4
მოსწავლე მასწავლებლის  დახმარებით კითხულობს  ერთმარცვლიან სიტყვებს და შესაბამის ნახატთან აკავშირებს.
ერთმარცვლიანი სიტყვების ჩამონათვალი, ნახატები.

მარტი აპრილი

1
მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეს დაათვალიეროს სურათი, სადაც გამოსახულია   საკლასო ოთახი ,მოსწავლე  ასახელებს და  იმეორებს მასწავლებლის დახმარებით და  ნახატს და ჩანაწერს აკავშირებენ ერთმანეთთან.
სურათი
2
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს  ჩამოთვალოს  მისთვის საყვარელი სათამაშოები. რტივად დაახასითოს იგი.( დიდი, პატარა, ლამაზი) 
სათამაშო
3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ამოიცნოს სურათზე  მისთვის ნაცნობი ნივთები და  სახელები წარმოთქვას .
პლაკატი
4
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს თებს სთხოვს ,   მოვლენათა განვითარების მიხედვით  განალაგოს ისინი. ისუბროს თზე ჭიროების მიხედვით მოიყენოს ჟესტიკულცი.
ბარათები

მაისი, ივნისი

1
მოსწავლეს ეძლევა დავალება სურათიდან  ამოიცნოს  პერსონაჟი ადგილმდებარეობის მიხედვით(სად იმყოფება პერსონაჟი,რას აკეთებს).
სურათი
2
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს სურათს რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მოსწავლე აკავშირებს მათ შესაბამის ჩანაწერთან( პროფესიის დასახელება) და ცდილობს წარმოთქვას.
სურათი
3
მოსწავლე  ამოიცნობს ნახატზე გადმოცემული  საგნების ფერებს,  აკავშირებს მათ შესატყვის ჩანაწერთან.
ნახატი

მიმართულება:  წერა
გრძელვადიანი მიზანი ( II სემესტრი)
მოკლევადიანი მიზანი 

1.
    იყენებს მოდელს, მითითებებს /საყრდენებს (ტექსტების შედგენისა და სათანადოდ გაფორმების მიზნით);
(იანვარი,თებერვალი)
2.
სიტყვის დაწერამდე ჩუმი ხმით წარმოთქვამს მას (დასაწერ სიტყვას, წინადადებას);
სიტყვის წერისას ჩუმი ხმით ასახელებს გამოსაყვანი ასოს (სიტყვის) შესაბამის ბგერებ;
( მარტი, აპრილი)
3.
 ხმადაბლა, დამარცვლით გადაიკითხავს ნაწერს შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების მიზნით.
( მაისი, ივნისი)


 მიზნის შესაბამისი აქტივობები
რესურსი
      იანვარი,თებერვალი
1.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს დავალებას,  მისთვის ნაცნობი სიტყვების გამოყენებით ააწყოს წინადადება  . ( წინადადების  შინაარსი მისთვის გასაგები უნდა იყოს).

ბარათები
2.
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით წინადადებებს ალაგებს ისე, რომ მიიღოს მოთხრობა( ზღაპარი).

ფურცელზე დაბეჭდილი წინადადებები
3.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეს  მიღებული ამბავი დახატოს .

სახატავი ალბომი, ფანქარი
4.
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით შესაფერისი ფერების  გამოყენებით გააფერადებს ნახატს.

სახატავი ალბომი, ფერადი ფანქრები

მარტი, აპრილი

1
მასწავლებლის მითითების  მოსწავლე დაწერს კარნახს, მასწავლებელი რამდენჯერმე ამბობს  და მოსწავლესაც ამეორებინებს ამ სიტყვას.
სავარჯიშო რვეული
2
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე წიგნიდან იწერს წინადადებას, ცდილობს გამოთქვას სიტყვები ხმამაღლა და გარკვევით.
სახელმძღვანელო, სავარჯიშო რვეული.
3
მასწავლებლის მითითებით და დახმარებით მოსწავლე  ნაცნობი თემატიკის მარტივ წინადადებაში  ნაკლულ სიტყვას ავსებ; იმეორებს ხმამაღლა და გარკვევით.
 სავარჯიშო რვეული

მაისი, ივნის
1
მასწავლებელი აძლევს მითითებას სიტყვაში გამოტოვებული ასო აღადგინოს, წინადადებაში - გამოტოვებული სიტყვები; წაიკითხოს ხმამაღლა და გარკვევით.
სავარჯიშო რვეული
2
მასწავლებელი აძლევს მითითებას ---- აღმოაჩინოს შეცდომა და თანმიმდევრობით დაალაგოს მოვლენები მისთვის ნაცნობი დასურათებული ზღაპრიდან  .
ბარათები, ნახატები, კომიქსი.
3
მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას--შეცდომით დასათაურებულ ზღაპრებს  (მისთვის ყველა ნაცნობია-- კომბლე, წითელქუდა, რწყილი და ჭიანჭველა) მოუძებნოს შესაფერისი  სათაური.
ბარათები


No comments:

Post a Comment