Sunday, September 27, 2015

  დღევანდელ დღეს გავეცანით უკუკავშირის არსს.  მუშაობის პროცესში  დავწყვილდით და ერთმანეთის პროექტებს ყურადღებით გავეცანით. მიექცა ყურადღება იმას, პროექტში იყო თუ არა  ისეთი აქტივობები , რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა პედაგოგს, გაჰყავდა მოსწავლე თუ არა იმ უნარ-ჩვევებზე ,რომელიც გაწერილი ჰქონდა პედაგოგს, ხდებოდა თუ არა მონიტორინგი და რა ფორმით. პედაგოგთა შორის  თანამშრომლობამ უფრო ღრმად ჩაგვახედა და გაგვამტკიცებინა ის ცოდნა ,რაც პროექტის დაგეგმისას და შემდეგ  მუშაობის პროცესში გვჭირდება.
შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა , რაც მომცემს საშუალებას მუშაობის პროცესში ჩავრთო ყველა მოსწავლე ,გამოვლინდეს მათი კოგნიტური უნარ-ჩვევები.