დღევანდელ დღეს გავეცანით უკუკავშირის არსს. მუშაობის პროცესში დავწყვილდით და ერთმანეთის პროექტებს ყურადღებით გავეცანით. მიექცა ყურადღება იმას, პროექტში იყო თუ არა ისეთი აქტივობები , რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა პედაგოგს, გაჰყავდა მოსწავლე თუ არა იმ უნარ-ჩვევებზე ,რომელიც გაწერილი ჰქონდა პედაგოგს, ხდებოდა თუ არა მონიტორინგი და რა ფორმით. პედაგოგთა შორის თანამშრომლობამ უფრო ღრმად ჩაგვახედა და გაგვამტკიცებინა ის ცოდნა ,რაც პროექტის დაგეგმისას და შემდეგ მუშაობის პროცესში გვჭირდება.